მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მენეჯერებმა და აქტივისტებმა პარლამენტში შესვლა მოახერხეს. მათსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მანდატურის სამსახურთან ერთად, პირადი დაცვაც იცავს. მან აღნიშნა, რომ “ნაცებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ”საკანონმდებლო ორგანო.
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან გადმოფენილია ევროკავშირის და საქართველოს დროშა. სავარძელი დაკავებული აქვთ ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ანა წითლიზე და თაკო ჩარკვიანი.
ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემენ.