ვაშინგტონში კაშხალი აფეთქდა

ამერიკის შტატ ვაშინგტონში, მდინარე კოლუმბიაზე განლაგებული კაშხალი აფეთქდა. 6 ადამიანი დაშავდა, – წერს ადგილობრივი გამოცემა Democratherald.

6 ინჟინერი, რომელიც ჰიდროტექნიკურ ნაგებობას ემსახურებოდა, მძიმედ დაშავდა. დაჭრილები ვერტმფრენებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 2 მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

წინასწარი მონაცემებით, ძლიერი აფეთქება დამბის ელექტრომომარაგების ხარვეზის გამო მოხდა. ახლომდებარე რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.

ვაშინგტონის შერიფის ინფორმაციით, ინციდენტმა კონსტრუქცია არ დააზიანა და მისი დანგრევა სავსებით გამორიცხულია.

კაშხალი – Priest Rapids 1950-იან წლებში ააგეს. მას, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, 10 ტურბინა-გენერატორი ემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button