მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც ამ წუთებში გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ, “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებმაც ჯერ კიდევ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩადეს მნიშვნელოვანი დათქმა და შემდეგ არაერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ როგორც პარლამენტს, ასევე იუსტიციის საბჭოს სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურება უნდა შეეწყვიტა.

პროცესს ბოიკოტს უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფერს ლეგიტიმაცია არ აქვს.

მათ გუშინ მორიგი განცხადება გამოაქვეყნეს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რეფორმების გატარებამდე უზენაესის მოსამართლეები არ დანიშნონ.

პარლამენტის წევრი, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურიდა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button