მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ნინო ლომჯარია მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

ნინო ლომჯარია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, ვიდრე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფუნდამენტური რეფორმა არ გატარდება. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველის აცხადებს, რომ აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.