მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, “რობოკოპები” და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ

თავისუფლების მოედანზე ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები დააყენეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების უკან განლაგდნენ. ამ მომენტისთვის რუსთაველის გამზირიდან მოქალაქეების ნაკადი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“, „რუსებო“, „წადი“.

მათ წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუძღვოდა.

ე.წ. რობოკოპებთან მისვლის შემდეგ სალოლმე ზურაბიშვილმა მათ მიმართა.

“არ პასუხობთ თქვენს პრეზიდენტს?!” – მიმართა მან.

რამდენიმე საათით ადრე სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს, როგორც მან უწოდა ნამდვილ პოლიციელებს მიმართა, ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ.

ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. ადგილზე ცოტა ხნის წინ დაძაბული ვითარება იყო. უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პარალიზებულია, დემონსტრანტები იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც, აქტივისტების ნაწილი კი ხმაურის გამოწვევას ცდილობს და პარლამენტის შესასვლელების რკინის ჯებირებს ურტყამს.

მსგავსი პოსტები

Back to top button