მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მედვედევს საქართველოს პრეზიდენტის “თანამდებობიდან გათავისუფლება და დაჭერა” სურს

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “თანამდებობიდან გათავისუფლება და დაჭერა” სურს-“გადააყენეთ და დაიჭირეთ საქართველოს პრეზიდენტი”-მან ქართულ ოცნებას დავალება მისცა.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, „მარიონეტად“ მოიხსენიებს და მის დაკავებას ითხოვს.

ის სალომე ზურაბიშვილს “მარიონეტს” უწოდებს და არჩევნების შედეგების არაღიარების გამო, მის “გადაყენებასა და დაჭერაზე” მიუთითებს.

„საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა“, – წერს დიმიტრი მედვედევი პლატფორმა X-ზე.

დმიტრი მედვედევის ამ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია. კრემლის პრესსპიკერმა ეს განცხადება მალევე უარყო.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ცესკოს ამ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი და ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ამავე მონაცემებით პარლამენტში მანდატები მოიპოვეს, უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევანი წაართვა და შედეგები ხალხის სურვილს არ წარმოაჩენს.

საქართველოს ხელისუფლებას გამოვლენილი დარღვევების შესახებ დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორები, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი ლიდერები.

მსგავსი პოსტები

Back to top button