მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან ლევან იოსელიანს კვერცხი ესროლეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ლევან იოსელიანმა, ადგილზე განცხადება გააკეთა.

“მთლიანად სახალხო დამცველის ოფისი მობილიზებულია და აქ იმყოფება იმისათვის, რომ შევაფასოთ აქ არსებული მდგომარეობა, მოვინახულეთ ადამიანები, რომლებმაც რაღაც ტიპის დაზიანებები მიიღეს. ვცდილობთ ადგილზე გავერკვეთ სიტუაციაში. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ შს სამინისტროს რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა. იმისთვის ვართ აქ, რომ ამ ძალის გამოყენების პროპორციულობა შევაფასოთ. მოვლენების სწორად შესაფასელად მოვედით,”- – აცხადებს ლევან იოსელიანი.

პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. ის ტერიტორიას პოლიციის თანხლებით ტოვებს.

იქამდე ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ ადგილზე იმის შესაფასებლად მივიდა, თუ რამდენად პროპორციული ძალის გამოყენება ხდება პროტესტის მონაწილეების მიმართ.

მსგავსი პოსტები

Back to top button