მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის პირდაპირი ეთერიდან ხდება ცნობილი.
დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები.დაკავებულებიდან ერთ-ერთი 7-8 მარტის აქციებისას პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგოდიასის მამა ბექა გრიგორიადისი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამოა დაკავებული (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი), მისი ძმა კი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლები). შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გრიგორიადისების დაკავების ფაქტს.

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან. ისინი აცხადებენ, რომ “რუსულ მთავრობას არ გაატანინებენ მორიგი რუსული კანონის” დამტკიცებას.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” კიდევ ერთ რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომლის დამტკიცებასაც მმართველი პარტია დღეს სამი მოსმენით აპირებს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები პირდაპირ ნიშნავს, რომ “ოცნება” ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას აპირებს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მმართველ პარტიას უფლება ექნება აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის ხმის გამაძლიერებლების, მიკროფონებისა და კარვების გამოყენება აკრძალოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button