მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტში შექმნილი “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის” მუშაობას აპროტესტებენ.

მანამდე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით – “ანწუხელიძე უკვდავია”.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის ხმაურია. რეჟიმის პოლიცია მოქალაქეებს ზებრაზე გადასვლის საშუალებასაც არ აძლევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button