მნიშვნელოვანისიახლეები
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “ხალხი ითხოვს სამართალს”; “საქართველო აჯანყდი” , “ცეცხლი ოლიგარქიას”, “ხალხის ძალის გეშინოდეთ”.
აქციის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პროტესტის 82-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.