მნიშვნელოვანისიახლეები
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღეს კვლავ გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშა აქვთ გაშლილი. ისინი სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია-ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.