“პარტია “ქართული ოცნება” მნიშვნელოვნად განახლდება”

პარტია ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვნად განახლდება – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ადამიანების გაერთიანება მოხდება მკაფიო მიზნებისა და ფასეულობების გარშემო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრა, რომელიც წუხელ გაიმართა, მნიშვნელოვანი იყო და მასზე რესპუბლიკელებთან ერთად მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

მისივე განმარტებით, ეს პროცესი გაგრძელდება და რესპუბლიკელებს და პარტია ქართულ ოცნებას შორის ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ 2016 წელს პოლიტიკური პარტიები ისევ კოალიციის ფორმატში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ამ შეთანხმების გარშემო კონსენსუსი სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც უნდა იყოს მიღწეული.

მსგავსი პოსტები

Back to top button