რეგიონისიახლეები

,,პარტიები საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდიან” – სააკაშვილი

საქართველოს ექსპ-პრეზიდენტმა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა  მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის რადას ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, არ სურს სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა, რადგან ისინი საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდიან.

,,ძველი პოლიტიკოსები, თუნდაც ისეთები, რომლებიც სიმპათიას იწვევენ, უიმედოდ მოძველდნენ, რადგან რეალურად, აბსოლუტურად ყველა პარტია, ადგილებს ყიდის საკუთარ საარჩევნო სიებში და მე, მათთან ერთ გზაზე ვერ ვიდგები. ცხოვრებაში, მე არ წავსულვარ კომპრომისზე ასეთ ინტერესებთან და კორუფციასთან. ის ადამიანები, რომლებიც ადგილებს ან ყიდყლობენ, ყიდიან თქვენს ინტერესებისთვის არ იმუშავებენ”, – განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მის პარტიაში, მომზადდება სია, რომელშიც არცერთი ადგილი არ გაიყიდება.

10 ივნისს, უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადის შეტანის ბოლო დღე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button