“პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს”-ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას “ნაჩქარევ” შეფასებად მიიჩნევს.
კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის როლი, ყოფილიყო სიტუაციის განმმუხტავი, პარტნიორებმა ვერ დაინახეს.
ირაკლი კობახიძის თქმით კი აშშ-ის ელჩის ეს განცხადება “ნაჩქარევია” და “გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს”.
„ჩვენ სხვა ნაჩქარევი განცხადებებიც მოვისმინეთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჟურნალისტის დაღუპვა იყო დაკავშირებული 5 ივლისის ძალადობასთან. სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს განცხადება არ იყო მართალი. ამ შემთხვევაშიც, ნუ, ცოტა, ასე ვთქვათ, გარკვეული ხარვეზები ამ განცხადებაში შეგვიძლია დავინახოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. მათგან ერთი , ტელეკომპნაია პირველის სასტიკად ნაცემი ოპერტორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა.
მედიის ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმას ეძებს იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, აიღოს პასუხისმგებლობა ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე. ისინი პერმანენტულ აქციებს მართავენ.