ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალ 2.3683 ლარი იქნება. დღევანდელი კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.3752 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0069 -ით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6084 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსით 2.6103 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button