ფარული ჩანაწერების საქმეზე 5 პირი დააკავეს [Audio]

“ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულია ხუთი პირი. ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან გამოძიებას მიემალა. ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი”, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

საქმე ეხება 2016 წლის 11-14 მარტს ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-შენახვას.

უწყების მიერ დაკავებული არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.

მიმდინარეობს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის გიგლა შიოშვილის სამძებრო მოქმედებები.

დაუსწრებლად წარედგინა ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროს გივი კაციტაძეს.

პროკურორი კოკა კაციტაძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button