ფარული კადრები – მეჭიაური შანტაჟზე საუბრობს [Audio]

თამაზ მეჭიაური არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მესამე სექტორის ნაწილისთვის ფარული ჩანაწერების დამკვეთებისა და გამავრცელებლების ვინაობა ცნობილია, თუმცა ისინი დამნაშავე პირებს მიზანმიმართულად აფარებენ ხელს.
დეპუტატის თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას სწორედ ამიტომ ითხოვდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები არ დაინტერესდებიან დავით ლორთქიფანიძისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებებით, სამოქალაქო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ დეპუტატების დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას თავად მიმართონ. სამოქალაქო სექტორში განმარტავენ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლების კომენტარები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ეჭვის საფუძველს რეალურად აჩენს.