პატიმარი გვარამია მეორედ დაიბარეს „ოცნების“ შექმნილ კომისიაზე

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას მიმართ ე.წ. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ხელმეორედ დაიბარეს – ამჯერად დისტანციური ჩართვით – ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია. იგი კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე უკვე არის პატიმრობაში. პარტიის თქმით, გვარამია არც ამჯერად აპირებს გამოცხადებას.
პარტია „ახალის“ განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელია — ნიკა გვარამია არ ითანამშრომლებს „რეჟიმის მიერ შექმნილ კომისიასთან,“ რომელსაც პარტია ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერაში ადანაშაულებს.
„არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან,“ — ნათქვამია განცხადებაში.
„ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას“, – წერს პარტია „ახალი“ და კომისიიდან მიღებულ წერილს ასაჯაროებს.
წერილში კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას სწერს, რომ კომისია ითხოვს მისგან „ახსნა-განმარტების მიცემას 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ და 30 ივნისს, დილის ცხრა საათზე იწვევს კომისიის სხდომაზე „ჩართვის მეშვეობით“.
,,ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.
ჩვენი პოზიცია უცვლელია – არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას.
თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ,,
ნიკა გვარამიას საკითხი უკვე მეორე მცდელობაა, რაც „ივანიშვილის რეჟიმის“ მიერ შექმნილი კომისიის დღის წესრიგში მოხვდა, თუმცა „ახალი“ ამას „არჩევნებად წოდებული ფარსის“ ნაწილად მიიჩნევს და სრულ უარს აცხადებს თანამშრომლობაზე.
გვარამიას მსგავსად, ამავე საქმეზე – კომისიაში გამოუცხადებლობის და შემდეგ გირაოს გადაუხდელობის ბრალდებით – დაკავებულია მისი კოლეგა, „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელიაც. ასევე, კოალიციური პარტნიორი, ზურაბ ჯაფარიძე.
პატიმრობაშია ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
გახარიას მეორედ დაბარების შემდეგ წულუკიანის კომისიამ ამჯერად ხაზარაძეც მეორედ დაიბარა
„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე, გვარამიას გარდა, კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები:
„ლელო“/„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე (ხაზარაძე აქამდეც იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა და გირაო გადაიხადა);
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია. გახარია კომისიაზე 14 აპრილს გამოცხადდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან, გახარია პროკურატურაშიც არის დაბარებული
23 ივნისს პარლამენტში გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს ხელმეორედ ელოდებიან



