მნიშვნელოვანისიახლეები

,,პატიმრობაში არასდროს არ ყოფილან რაღაც ჯარიმები დაეკისრა,,-მდინარაძე ოცნების დებუტატებზე საუბრობს

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ე.წ დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა, რომლებიც აბუ დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ უკვე თბილისში არიან.

ის ირწმუნება, რომ ე.წ. დეპუტატებმა აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაში დღე-ნახევარი გაატარეს და ამბობს, რომ ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა.

“ორივე თბილისშია. პატიმრობაში არასდროს არ ყოფილან, ასე ოფიციალურად, ფორმალურად, თუ როგორც გინდათ დავარქვათ, არასდროს არ ყოფილან ისინი. 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, იყვნენ აბუ დაბიში, პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება და დატოვეს აბუ დაბი და არიან თბილისში. დღე-ნახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში. დასრულდა სამართალწარმოება და ჯარიმები იყო, თუ არ ვცდები და ყველას, ორივე მხარეს რაღაც ჯარიმები დაეკისრა. აღარ მახსოვს, რამდენი იყო, მაგრამ თქვენ რომ ავრცელებთ ინფორმაციას, 50 ათასი, თუ 100 ათასი – არა, ამასთან მიახლოებული თანხა არაა”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

„მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაციით, ზარქუასა და სანიკიძეს დაეკისრათ 80 000 დოლარი, რაც მამუკა მდინარაძემ უარყო, თუმცა თავად თანხა არ დაუსახელებია.
ამასთან დააზუსტა, რომ „ისინი სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა დამნაშავეები და კრიმინალები“.

რაც შეეხება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, – რომელსაც ზარქუა და სანიკიძე სასტუმროში თავს დაესხნენ, – მდინარაძემ განაცხადა:

„ჩვენება მისცა, რა თქმა უნდა, დააჭერინა კიდეც [ესენი] პირველ ეტაპზე, – რაც, მისი აზრით, იყო დაჭერა და შემდეგ არ აღმოჩნდა. შემდეგ გათავისუფლდა პატიმრობიდან, – ასე თქვა, რათა ამათთვისაც პატიმრობა ეწოდებინა, ამათი მდგომარეობისთვისაც, დღე-ნახევრიან პროცედურებში მონაწილეობისათვის. რაღაც ასეთი არეული, გაურკვეველი სიტუაცია იყო, რომ არ დაგიმალოთ. დასრულდა სამართალწარმოება“.

ლაშა გაბიტაშვილმა 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს.

უცნობია, როდის გაიმართა სასამართლო სხდომა. ქართულ მედიას 22 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განუცხადა, რომ ის სასამართლოს არ ესწრებოდა.

მდინარაძემ გაბიტაშვილთან დაკავშირებით ასევე განაცხადა: „მისი ჩვენება იყო… მაგრამ, თუ არ ვცდები, მასაც საფრთხე ემუქრებოდა და თქვეს, რომ განსაკუთრებული ურთიერთპრეტენზიები არ აქვთ. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ გაბიტაშვილს თავად ურთულდებოდა მდგომარეობა, რადგან პროცესი შეიძლება გაწელილიყო და მოუწევდათ ყოფნა ქვეყანაში“.

17 იანვარს გაბიტაშვილი, – ცოლის ფეისბუკის გამოყენებით, – წერდა: „მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის“.

მისი თქმითვე, არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო „სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი“.

„მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს, – დაწერა მან, – მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება“. ინციდენტში, რომელიც 13 იანვარს მოხდა, ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე – მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.

ადგილზე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაულიც, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდნენ მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

ინციდენტი მოხდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.

საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. კადრში ჩანს, რომ თავდასხმისას გვერდით მაგიდაზე საუზმობს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.

ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.

შემდეგ გაბიტაშვილი და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს აგინებენ.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.

„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, – ამბობს გაბიტაშვილი.

ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში – მუშტს.

შეგახსენებთ 13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.

კადრებში იყვნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე. ასევე, ქართული ოცნების წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.

კადრებში ჩანდა, რომ მოქალაქეს, რომელიც ირაკლი ზარქუას ვიდეოს უღებდა, ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა ხელი მოუქნია, შემდეგ კი, ქუჩაში შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

15 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნების ე.წ დეპუტატები დააკავეს.
დღეს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, ჯარიმის სახით კი 80 000 დოლარის გადახდა დაეკისრათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button