აუდიტის სამსახურმა შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა [AUDIO]

აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგები გაასაჯაროვა.

საქმე ეხება თბილისის მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანია შპს “ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძის მფლობელობაში მყოფი კომპანია თბილისის მერიისგან კომპენსაციის სახით ანაზღაურებას 2012 წლიდან ითხოვდა.

კერძოდ, საქმე ეხება კომპანიის მფლობელობაში მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც 2012 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილმა გზამ გაიარა. საუბარია გზის დაახლოებით 97 მეტრიან მონაკვეთზე. “ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტის” საკუთრებაში არსებულ მონაკვეთზე გავლილმა გზამ მიწის დაახლოებით 74% დაიკავა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, რომ მომზადებული შუალედური დასკვნა ეფუძნება თბილისის მერიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის გადაცემულ დოკუმენტაციას და მისი გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სწორედ ამ შესწავლის გამო მოხდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმა.

უფრო ვრცლად ამ თემაზე ბრიფინგზე ილაპარაკა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ლომჯარიამ ►

 

მსგავსი პოსტები

Back to top button