პატრიაქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

სრულიად საქართველოს პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.
ილია მეორემ ბრძანება ქაშუეთში, სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა. უწმინდესის თქმით, ბრძანება მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირის წარდგენასთან დაკავშირებით, დღეს დაიწერა.
ილია მეორემ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.