პატრიარქი: ავტომანქანებიდან მიესალმეთ ერთმანეთს
ილია მეორის განცხადებით , ყოველი ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანის გამხარებელი.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რა არის ადამიანის მთავარი მოვალეობა და მისია, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა სასარგებლო ერის, საკუთარი თავისა და ღვთის სათნოდ.
“მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი”.
მან ასევე გაიხსენა ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ჰყავს მანქანა და ამბობდა, რომ როდესაც ქუჩაში დგას და მასთან ძალიან ახლოს ჩერდება სხვა მანქანა, ის მძღოლს ესალმება და ხელით ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავადაც იგივე გააკეთონ”, – აღნიშნა პატრიარქმა.