მნიშვნელოვანისაქართველო

“პატრიარქი დეკანოზ მამალაძეს პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა”

ახალი სკანდალური ბრალდებები პატრიარქის მიმართ – ისევ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ალაპარაკდა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს.

ყოფილი მიტროპოლიტი “მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელდება და სიჩუმის სანაცვლოდ ის ამაში ფულსაც იხდიდა.

“დეკანოზმა მამალაძემ მითხრა, რომ პროკურატურაში არის მასალა, სადაც მის ტელეფონში არის ეს ფილმები გაიფრული. როცა მას შეკითხვა დაუსვეს ამასთან დაკავშირებით, პასუხი არ გასცა. მაგრამ საერო და სასულიერო პირს უთქვამს, რომ არაერთგზის უთხოვია პატრიარქს მათთვისაც. ზოგს მორჩილებით ჩაურთავს, ზოგს პასუხი გაუცია, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა. მხოლოდ დეკანოზისგან არ მომისმენია მსგავსი სისუსტის შესახებ. ადრე ვთქვი მე, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ფულს ჩუქნიდნენ უხერხულობის შემდეგ, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button