პატრიარქი: ხშირია შემთხვევა როცა მკვდარი ბავშვები იბადებიან
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მშობიარე ქალების საკითხს მეტი ყურადღება დაუთმოს.
როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როცა მკვდარი ბავშვები იბადებიან.
“ეს იმის ნიშანია, რომ არ არის სათანადო ყურადღება. დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს ხალხისთვის, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობიარე დედებს. ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა დედა მკვდარ შვილს შობს”, – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.