მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პატრიარქის მოსაყდრე შიო და ალავერდელი მიტროპოლიტი, დავითი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და ალავერდელი მიტროპოლიტი, დავითი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
ინფორმაცია ამის შესახებ, წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერმა გამოაქვეყნა, სადაც მათ მეუფეებს გამოჯანმრთელება უსურვეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სასულიერო პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
უცნობია იმყოფება თუ არა ილია მეორე თვითიზოლაციაში.
ვაქცინირებულია თუ არა, ალავერდელი მიტროპოლიტი, უცნობია, რადგან ეპარქიაში და საპატრიარქოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
კახეთში, სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონა ვირუსის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე სერგი.
დაახლოებით ორი კვირის წინ, კორონავირუსმა იმსხვერპლა ყვარლის დუბის მონასტრის მონაზონიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button