პატრიარქის ნათლული კიდევ 770 ბავშვი გახდება

დღეს სამების საკათედრო ტაძარში, დღის მეორე ნახევარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, საღამოს 8 საათისთვის ტაძარში ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის პატრიარქს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button