“პატრიარქს დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრა სურს”

“პატრიარქს სურვილი აქვს შეხვდეს დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომელმაც პატრიარქი მოინახულა.

ნანუაშვილი ამბობს, რომ ილია მეორეს გარკვეული ინფორმაცია აქვს დაკავებულ დეკანოზთან დაკავშირებით, თუმცა მეტის გაგება სურს. “ის დაინტერესებულია, რომ არსებული მღელვარება ჩაცხრეს,” – ამბობს სახალხო დამცველი.

ნანუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button