“პატრიოტთა ალიანმა” შესაძლოა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს
“პატრიოტთა ალიანმა” შესაძლოა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.
საკითხზე პარტიაში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის წარდგენის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ,,პატრიოტთა ალიანსს” თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო მანდატები არაკონსტიტუციურად გადანაწილდა, ოპოზიციური პარტია 6-ს ნაცვლად 8 მანდატს ითხოვენ.