,,პატრიოტთა ალიანსი” სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
პარტიაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ პარტიის ლიდერები და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
,,პატრიოტთა ალიანსის” იურისტებს სარჩელის წარსადგენად ორდღიანი ვადა აქვთ. პარტიაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენაში ადანაშაულებენ და მათი
სარჩელის დაუკმაყოფილებლობას სასამართლოზე ზეწოლით ხსნიან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი “პატრიოტთა ალიანსს” დღეს ჩაბარდება.
საქალაქო სასამართლომ ,,პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, პარტიებზე მანდატები გადანაწილდა.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ პარლამენტში ექვსის ნაცვლად მინიმუმ 8 მანდატი ეკუთვნით.