მნიშვნელოვანისიახლეები

ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 904 181-ს

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

აქედან გამოჯანმრთელდა 3 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 971 პირი ემსხვერპლა.

ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 904 181-ს.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 47 937 კვლევა, აქედან 29 881 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 056​ PCR-ით. სულ ჩატარდა 2 361 557 აცრა, დღიურად აცრილია 10 505.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა

📌აჭარა – 229

📌იმერეთი – 493

📌ქვემო ქართლი – 135

📌შიდა ქართლი – 207

📌გურია – 109

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184

📌კახეთი – 137

📌მცხეთა-მთიანეთი – 81

📌სამცხე-ჯავახეთი – 59

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 904 181​შემთხვევა. მათგან 852 560 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 971 ადამიანი.

აქვე მინდა გაგაცნოთ ახალი შტამის “ომიკრონის” შესახებაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა.
ეპიდვითარებას კვლავ მძიმედ აფასებენ სპეციალისტები. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდამ ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის სწრაფი გავრცელება და მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს.
რისკების შესამცირებლად ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვასა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ეპიდემიოლოგების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button