მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

კახეთში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

კახეთის გაერთიანებულ ოლქებში „პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, პარტიის სახელით, კენჭს ყოფილი მორაგბე, სოსო პარწიკანაშვილი იყრის.

პარწიკანაშვილი რამდენიმე წლის წინ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.

ამჟამად ის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და აკურა-ვანთის მაჟორიტარი დეპუტატია.

პარტიის გადაწყვეტილებით, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში,  „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი სოსლან გარსევანიშვილი იქნება.

გარსევანიშვილი, ამჟამად, პარტიის საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

აღსანიშნავია, რომ გარსევანიშვილი 2014 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ხოლო 2017 წელს საგარეჯოში მერის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ორივეჯერ დამარცხდა.

მაჟორიტარობის კანდიდატები კახეთის ორ ოლქში, პარტიის ლიდერებმა 8 სექტემბერს, თბილისში დაასახელეს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „პატრიოტთა ალიანსი“ „მემარცხენე ალიანსთან” ერთად გამოდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button