პატრულის თანამშრომელი და მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
ახალქალაქში პატრულის თანამშრომელსა და მანქანის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა sknews-ი ავრცელებს.
სიტყვიერი დაპირისპირება პატრულის ოფიცერსა და მოქალაქეს შორის ჯარიმის გამო დაიწყო. საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქეს ჯარიმა იმის გამო გამოუწერა, რომ მას ღვედი არ ეკეთა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. შელაპარაკების დროს ქუჩაზე ხალხმა დაიწყო შეკრება, რამაც ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა.
დაჯარიმებული მოქალაქე საპატრულო მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვას ითხოვს და მზადაა მისი დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა გადაიხადოს.