მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პაციენტებს უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი კორონავირუსი”

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს კორონავირუსის ინფექცია უსიმპტომოდ ჰქონდათ გადატანილი. მინისტრის განცხადებით, ეს პაციენტები სტაციონარში მოთავსებული არ იყვნენ. როგორც ტიკარაძე განმარტავს, მათი მომდევნო კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და ნაწილზე დღემდე მიმდინარეობს მონიტორინგი.

„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომლბსაც არ უდგინდბოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი გამოკვლეულია და ამ ადამიანებში გვყავს ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღემდე მიმდინარეობს. ის პაციენტები სტაციონარში არ ყოფილან“. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button