პაციენტმა ტვინის ოპერაციის დროს „The Beatles“-ის სიმღერა შეასრულა [Video]
ბრაზილიის საბანკო სისტემის მუშაკმა, ტვინზე უნარკოზოდ ურთულესი ოპერაციის ჩატარების დროს, „ბითლზის“ ცნობილი სიმღერა „Yesterday” შეასრულა, – გვატყობინებს „The Telegraph“.
33 წლის ენტონი კულკამპს, ნარკოზი შეგნებულად არ მისცეს, რათა მისი ტვინის რეაქციას დაკვირვებოდნენ.ექიმების თქმით, ამგვარი მანიპულაცია ბევრად უფრო რთულია, სამაგიეროდ, ოპერაციის წარმატებულად ჩატარების საშუალებას უფრო ზუსტად იძლევა.
მამაკაცმა, აგრეთვე, რამდენიმე ბრაზილიური მელოდიაც შეასრულა. მისის თქმით, მარჯვენა ხელი ეღლებოდა, რადგან ექიმები ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროსთან მუშაობდნენ.
ენტონი კულკამპს ტვინის სიმსივნე, ვაჟის დაბადებიდან სულ რამდენიმე თვეში აღმოაჩნდა. მეხსიერების გაუარესების გამო, ექიმებს მიმართა.
„წმინდა ქალწულის“ ჰოსპიტალში, ეს უკვე მე-19 ოპერაციაა, როცა პაციენტებს, ოპერაციას ანესთეზიის გარეშე უტარებენ. ექიმების თქმით, ამგვარი მანიპულაცია ბევრად უფრო რთულია, სამაგიეროდ, უფრო ზუსტად იძლევა ოპერაციის წარმატებულად ჩატარების საშუალებას.