მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

პავილიონისმა ამერიკას საქართველოში დემოკრატიის დასაცავად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდა

ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ოლიან კონფერენციაზე -საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს. ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოში მიმდინარე პროცესში ვაშინგტონის ჩართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი

“გულწრფელად რომ ვთქვა, რასაც დღესდღეობით ამერიკა აკეთებს საკმარისი არ არის. საქმე პოლიტიკურად კორექტულ მეტყველებაში არ არის, საქმე გრძელვადიანი სიკეთეებისთვის მკაცრ მიდგომებშია. დიპლომატები იშვიათად იჩენენ მსგავს მიდგომას, თუმცა ისეთი პიროვნებები, როგორცაა სენატორი მაკკეინი… ნება მომეცით გკითხოთ ვაშინგტონში, სად არიან თქვენი სენატორი მაკკეინები? სად არიან თქვენი ჩარლზ უილსონები, ვინც ცხადად ეტყოდნენ საქართველოს მთავრობას, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარხართ და ნატოს წევრობა შესაძლებელია, დემოკრატიასთან კეთილსინდისიერი მოპყრობა გმართებთ.

თუ [შტატების] ადმინისტრაცია არ იმოქმედებს, ხვალ ზარი მაქვს სენატორ დურბინთან ჩანიშნული, კარგ, გავლენიან ლიტველ სენატორთან, ისევე როგორც, დაველაპარაკები სენატორ მენენდესს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს კაპიტოლ ჰილის გასაკეთებელია. თუკი ახლა თქვენ დემოკრატია დაიცავით კაპიტოლიუმზე, გთხოვთ, დაიცვათ ის საქართველოშიც“ – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ონლაინ კონფერენციის მონაწილეები 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button