პედაგოგებმა საინგილოდან სტიქიით დაზარალებულთა ფონდში თანხა გადარიცხეს

აზერბაიჯანის რეპუბლიკის ბელექანის რაიონის სოფელ ითითალის საშუალო სკოლის პედაგოგებმა თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა შეაგროვეს და სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხეს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” თვად პედაგოგებმა აცნობეს.

“სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის დროს დაღუპუთა ოჯახებს და საქართველოს მოსახლეობას. ჩვენმა კოლექტივმა გადავწყვიტეთ სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს გვერდში ამოვუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გულის ტკივილს საინგილოს (ჰერეთი) ითითალის საშუალო სკოლის კოლექტივი”, – განუცხადეს რადიო “ჰერეთს” პედაგოგებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button