მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პედოფილიაში ეჭვმიტანილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბესიკ ივანაშვილს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბესიკ ივანაშვილმა 11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბესიკ ივანაშვილი 2020 წლის 16 მაისს დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 11 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ივანაშვილი 30 წლის ბიზნესმენია და იგი საჩხერეში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და ოჯახის ახლობელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button