კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პედოფილიის ბრალდებით დაკავებული ბიძინა ივანიშვილის ახლობელია

საჩხერეში, 11 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბესიკ ივანაშვილია. 30 წლის ბიზნესმენი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და ოჯახის ახლობელია. შვილის დაკავებას ადასტურებს ივანაშვილის მამა, თუმცა მან არ იცის, თუ რა გახდა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი.

ბესიკ ივანაშვილი ბიზნესმენია. მისი სახელი საეჭვო ტენდერებშიც ფიგურირებს.

შინაგან სამეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button