მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

პედოფილიისთვის გასამართლებული ძებნილი, დაკავებულია

პედოფილიისათვის მსჯავრდებული 58 წლის მამაკაცი, პოლიციამ 1 ოქტომბერს, ღამით დააკავა.

სამძებრო სამუშაოები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ძებნა-დაკავების ღონისძიებები, მას შემდეგ დაიწყო, რაც სააპელაციო სასამართლომ მამაკაცი, 5 წლის ბავშვის მიმართ, გარყვნილი ქმედების ჩადენაში დანმაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებული არცერთ სასამართლო სხდომას არ დასწრებია, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კი სახლიდან მიიმალა.

ინფორმაცია მიმალვის ფაქტის შესახებ, რადიო ჰერეთმა განაჩენის გამოტანიდან ერთ საათში გამოაქვეყნა.

გარყვნილი ქმედება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2019 წლის ზაფხულში მოხდა.

2019 წლის ივლისში მამაკაცი დააკავეს, თუმცა გამოძიების 9 თვიანი ვადის გასვლის გამო, ბრალდებული გირაოთი იყო განთავისუფლებული.

2020 წლის 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი გაამართლა.

დაზარალებული მხარის მიერ განაჩენის გაასაჩივრების შემდეგ, 2020 წლის 1 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლომ მამაკაცი დამანაშავედ სცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button