სპორტი

პედრი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

21 წლამდელ ფეხბურთელთა შორის ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების მოთამაშე,პედრი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ნიჭიერი ესპანელი ნახევარმცველი ფრანს ფუტბოლისგან რაიმონ კოპას სახელობის თასით დაჯილდოვდა.

კონკურენტებიდან მეორე ადგილზე დორტმუნდის ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი გავიდა მესამე პოზიცია კი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელს ჯამალ მუსიალას ერგო.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე პედრიმ ყველა ტურნირზე 56 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელმა პრაქტიკულად შეუსვენებლად ითამაშა.მომაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button