პეკინის გამზირზე რეაბილიტაცია დასრულდა

პეკინის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულებულია.
თბილისის მერი ამბობს, რომ სრულად არის აღდგენილი საავტომობილო გზა, რამდენიმე დღეში კი გზის მოპირკეთებაც დასრულდება.
დაგეგმილია ტროტუარებისა და ველობილიკის მოწყობაც.
პროექტის მიმდინარეობას დედაქალაქის მერი აფასებს. დავით ნარმანიას განმარტებით, სამუშაოები დროულად დასრულდა.