პეკინში „სპარტელები“ დააპატიმრეს [Photo]

ჩინეთის პოლიციამ 100 ახალგაზრდა კაცი დააპატიმრა, რომლებიც ძველი სპარტელების კოსტუმებში გამოწყობილნი, პეკინის ქუჩებში დადიოდნენ.
როგორც გაირკვა, კუნთიანი მოდელი-კაცები ერთ-ერთმა რესტორანმა დაიქირავა, რომელიც გახსნის იუბილეს აღნიშნავდა.
პრომოაქციის პირობების თანახმად, „სპარტელებს“ ოფისის მუშაკებისთვის სენდვიჩები უნდა მიეწოდებინათ.
ქალაქის ზოგიერთი მცხოვრები სერიოზულად შეშინდა და პოლიცია გამოიძახა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის „სპარტელები“ დააკავეს.
რესტორნის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მოდელები ჯანსაღი ცხოვრების წესს არეკლამებდნენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13594″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1437723546916″]