სპორტი

პელე და მარადონა ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში

ფრანგულმა გამომცემლობა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებისაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები წარადგინა.

ჟიურის წევრებად ის 140 ჟურნალისტი მიიწვიეს, რომლებიც ყოველწლიურად „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს და მფლობელებს ავლენენ.

სიმბოლური ნაკრები 3-4-3 პრინციპით შედგა და ასე გამოიყურება: მეკარე; ლევ იაშინი (სსრკ); დაცვის ხაზი: კაფუ (ბრაზილია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია); ნახევარდაცვა: დიეგო მარადონა (არგენტინა), ჩავი (ესპანეთი), ლოთარ მათეუსი (გერმანია), პელე (ბრაზილია); თავდასხმის ზოლი: ლიონელ მესი (არგენტინა), რონალდო (ბრაზილია), კრიშტანო რონალდო (პორტუგალია).

აქვე აღვნიშნავთ, რომ სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი ბრაზილიელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button