“ჩალაუბანში სავარაუდოდ წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა”

ადგილობრივების თქმით, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
სოფელში ეჭვი აქვთ, რომ მიზეზი სასმელი წყალია. მათი განცხადებით, წყლის გამოყენება არამარტო სასმელად, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებშიც შეუძლებელია, რადგან წყალი დაბინძურებულია, ხშირად მოჰყვება ქვეწარმავლები.
სოფელი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათივე განცხადებით, უკვე მეოთხე წელია, სასმელი წყლის სისტემა არ გაფილტრულა.
სოფლის რწმუნებული კი ინფორმაციას არ ადასტურებს და მოსახლეობას პროვოკაციაში ადანაშაულებს.
ადგილობრივების და სოფლის რწმუნებულის გუჯა იმერლიშვილის კომენტარი