პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მკურნალობის მეორე ეტაპი დაიწყო

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში.

პროგრამის მეორე ეტაპზე მკურნალობაში 680 პატიმარს ჩაუტარდება, მათ შორის N2 პენიტენციური დაწესებულებიდან 50 ბენეფიციარი, N3 დაწესებულება – 9; N5 დაწესებულება – 13; N6 დაწესებულება – 35; N7 დაწესებულება – 8; N8 დაწესებულებიდან – 55; N12 დაწესებულება – 22 პატიმარი; N14 დაწესებულება -115; N15 დაწესებულება -150; N16 დაწესებულება – 8; N17 დაწესებულება – 187 მსჯავრდებული და N18 დაწესებულებიდან – 7. ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, მკურნალობაში ჩართულ პატიმართა რიცხვი 1000-მდე გაიზრდება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი პროგრამით გათვალისწინებულ ანტივირუსულ მკურნალობაში ყველა პატიმრის ეტაპობრივად ჩართვას გულისხმობს, განურჩევლად ღვიძლის ფიბროზის (დაზიანების) ხარისხისა. 2016 წლიდან პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტით – „ჰარვონით“. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების მკურნალობა ასევე ახალი მედიკამენტით – „სოფოსბუვირით“ დაიწყო. სულ 2014-2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, C ჰეპატიტზე სკრინინგი 17 237 პატიმარს ჩაუტარდა; მკურნალობის კურსში 710 მსჯავრდებული/ბრალდებული ჩაერთო. მკურნალობა წარმატებით დაასრულა 557 პატიმარმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button