პენსიონერი ობამა კერძო კუნძულზე ისვენებს [Photo/Video]
ცნობილია, რომ აშში-ის პრეზიდენტებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ენიშნებათ პენსია, სარგებლობენ უფასო სამედიცინო მომსახურებითა და სხვა პრივილეგიებით. ყოფილი ლიდერები პურის ფულის შოვნაზე არ ზრუნავენ და დასვენებას დიდ დროს ახმარენ.
როგორც ბარაკ ობამამ ადრე განაცხადა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პიველ რიგში, კარგად გამოვიძინებო და მიშელ ობამას საინტერესო არდადეგებს მოვუწყობო.
გაირკვა, რომ ყოფილმა ამერიკელმა ლიდერმა დასვენება ატლანტის ოკეანის კუნძულ ნეკერზე გადაწყვიტა, რომელიც კომპანია Virgin Group-ის დამფუძნებელს, მილიარდერ რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის.
აღნიშნული კუნძული უკაცრიელი იყო მანამ, სანამ 1978 წელს ბრენსონი 180 ათას დოლარად შეიძენდა. მილიარდერმა კუნძულის მოწყობაში 10 მილიონი დოლარი დახარჯა.
გამოცემა Independent-მა კუნძულის ფოტოსურათები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იქ ერთი ღამით ვილის დაქირავება 4280 დოლარი ჯდება.
კუნძულს სულ 34 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. დამსვენებლების განკარგულებაშია 2 პლაჟი, პირადი მზარეული და 100 მომსახურე პერსონალი. გადაიხადა თუ არა დასვენებაში ფული ობამების წყვილმა, დღემდე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამას პენსია წელიწადში 205,7 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მიშელ ობამა, როგორც აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, წელიწადში 20 ათას დოლარს მიიღებს.
ამის გარდა, ყოფილი პრეზიდენტისთვის ოფისის დაქირავება, თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემა და მოგზაურობა სახელმწიფოს ხარჯით დაიფარება. ასევე საიდუმლო სამსახური ობამების წყვილს სიცოცხლის ბოლომდე დაცვით უზრუნველყოფს.