მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პენტაგონი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს შეიძენს

პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAM-ს შეიძენს. როგორც ცნობილია, სულ საუბარია 6 ერთეულ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე და მათი უკრაინისთვის მიწოდების ბოლო ვადად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა.
თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი უკვე გააფორმა ამერიკულ კომპანია „რეითეონთან“. საუბარია ექვს ერთეულზე.
ამას გარდა, აშშ უკრაინას დამატებით სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებებს გადასცემს.

შეგახსენებთ, ვაშინგტონმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარი გამოუყო. აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო სისტემები სწორედ ამ თანხიდან დაფინანსდება.
ამასთან ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების მეშვიდე პაკეტს ნორვეგიაც შეუერთდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

სანქციების მე-7 პაკეტი ძალაში 21 ივლისს შევიდა და ის რუსული ოქროს შესყიდვას კრძალავს.

რამდენადაც ნორვეგია ევროკავშირის წევრი არ არის, სანქციების საკითხი ქვეყნის პარლამენტმა დამოუკიდებლად განიხილა და დაამტკიცა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

გარდა ამისა გრძელდება უკრაინის დახმარება ომის პირობებში გაერთიანებული სამეფო უკრაინას ექვს წყალქვეშა დრონს გადასცემს, – ინფორმაციას მედია საშუალებები ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დრონები ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გაწმენდას და მარცვლეულის ტრანსპორტირებას უფრო უსაფრთხოს გახდის.

ამასთან, გაერთიანებული სამეფო სპეციალურ წვრთნებს ჩაუტარებს უკრაინის საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის ათობით წევრს იმისთვის, რომ მათ დრონების გამოყენება შეძლონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button