პენტაგონმა ოფიციალურად გაასაჯაროვა 3 ჩანაწერი, რომელზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია აღბეჭდილი. როგორც CNN-ი იუწყება, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ვიდეოები ნამდვილია.
ობიექტები თვითმფრინავის ბორტზე არსებული ინფრაწითელი კამერის დახმარებითაა გადაღებული. 2 ვიდეოში 2 ჯარისაკაცის ხმა ისმის, რომლებიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სისწრაფის გამო, გაკვირვებას გამოხატავენ.
ვიდეომასალა ინტერნეტში მანამდეც არსებობდა, თუმცა, პენტაგონმა მისი ოფიციალურად გასაჯაროვების გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.