პენტაგონმა სირიაში განლაგებული რუსული თვითმფრინავების სურათები გამოაქვეყნა[Photo]

პენტაგონმა თანამგზავრული სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც ამერიკელი სამხედროების ვარაუდით, სირიაში რუსული თვითმფრინავების არსებობის ფაქტს ამოწმებს, – გადმოსცემს ABC News.

გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სირიის ქალაქ ლატაკიასთან განლაგებულ სამხედრო აეროდრომზე მწყობრად განლაგებული თვითმფრინავები ჩანს. ამერიკელმა სამხედროებმა Су-30СМ-ის გამანადგურებლებისა და Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების იდენტიფიცირება მოახერხეს.

პენტაგონის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთმა სირიაში დამატებით 24 თვითმფრინავი და 15 Ми-17 და Ми-24 ტიპის ვერტმფრენი გადაისროლა.

როგორც ვაშინგტონში ამტკიცებენ, სატელიტურ სურათებზე რუსეთის სატვირთო თვითმფრინავები Ан-124, 36 ჯავშანმანქანა და 9 ტანკია გამოსახული. ამის გარდა, სირიის ცას რუსული უპილოტო თვითმფრინავები ზვერავენ.

აღნიშნულ ფაქტზე, რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18633″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button