პენტაგონმა ტრანსგენდერებს აშშ-ის ჯარში მსახურობის ნება ოფიციალურად დართო

პენტაგონის ხელმძღვანელმა – ეშტონ კარტერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ღია ტრანსგენდერებს ამერიკულ ჯარში მსახურობის ნება ოფიციალურად დართო. კარტერმა ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჯარში მსახურობისთვის საჭიროა მხოლოდ ადამიანის კვალიფიკაცია და სხვა სახის დაბრკოლებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, – იუწყება ტელეარხი NBC.
კარტერის თქმით, 30 ივნისს კანონი ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა, რაც ტრანსგენდერებს ღია მსახურობის უფლებას აძლევს და მათ სქესობრივი იდენტობის გამო სამსახურიდან ვერ გაათავისუფლებენ.
აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს აშში-ს ჯარში მსახურობა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს – 1993 წელს აეკრძალათ. 2014 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ კანონის გაუქმებას ხელი მოაწერა.
ახალ წესებზე გადასასვლელად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს 1 წელი ეძლევათ. მოსალოდნელია, რომ პენტაგონი ოქტომბერში აუცილებელ წესებსა და ინსტრუქვიებს განაახლებს. ამავე დროისთვის ყველა ქვედანაყოფმა ტრანსგენდერი ჯარისკაცები შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უნდა უზრუნველყოს.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 1 წლის მანძილზე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 15 ათასი ტრანსგენდერი მსახურობდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37523″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]